მთარგმნელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთარგმნელი
მომწოდებელი: ტრანსლიტი
გამოქვეყნდა: 15 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
"ტრანსლიტი" გახლავთ კვალიფიციური მენეჯერების და მთარგმნელების გუნდი, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა პროფილის სამთავრობო, არასამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან და უზრუნველყოფს მათ მომსახურების ფართო სპექტრით წერილობითი თარგმანის სფეროში.

შპს "ტრანსლიტი" აცხადებს ვაკანსიას კვალიფიციური მთარგმნელის თანამდებობაზე, სრულ განაკვეთზე, ან დისტანციურად სამუშაოდ.

სამუშაო ენათა წყვილები:

** ინგლისურ-ქართული და პირიქით;
** გერმანულ-ქართული და პირიქით;
** ფრანგულ-ქართული და პირიქით;
** რუსულ-ქართული და პირიქით.

მოვალეობები:

** უცხოენოვანი მასალების წერილობითი თარგმნა ქართულად და პირიქით;
** ნათარგმნი მასალების შემოწმება, რედაქტირება.

მოთხოვნები და აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დიპლომირებული მთარგმნელ-თარჯიმანი, ან უცხო ენის სპეციალისტი;
** მთარგმნელობით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაო უცხო და ქართული ენის მორფოლოგიური, სინტაქსური, ორთოგრაფიული და სტილისტური თავისებურებების საფუძვლიანი ცოდნა;
** სხვადასხვა სირთულის მასალების ანალიზისა და ადეკვატური თარგმნის უნარი;
** ტექნიკური, სამედიცინო, ეკონომიკური, ფინანსური და იურიდიული ტერმინოლოგიის ცოდნა, როგორც ქართულ, ისე სამუშაო უცხო ენაზე;
** აკადემიური წერის უნარი;
** დამოუკიდებლად და შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel, PowerPoint) თავისუფლად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი დეტალური რეზიუმე და ნათარგმნი მასალის ნიმუშები ელ. ფოსტაზე: hr@translit.ge არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "Translator", ხოლო წერილის ტექსტში სამუშაო უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) და სასურველი სამუშაო გრაფიკის ტიპი (ადგილზე, დისტანციურად, ნებისმიერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ხელფასი: გამომუშავებით, თარგმნილი გვერდების რაოდენობიდან გამომდინარე.

დამატებითი კითხვების გამოსაგზავნად გამოიყენეთ მხოლოდ ელექტრონული კავშირი: hr@translit.ge
ვებ-გვერდი: www.translit.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე