გარე გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 15 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
"პეგასუსის ავიახაზების" გენერალური სავაჭრო აგენტი - სს "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი", აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.

აღნიშნული თანამდებობის მიზანია პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა, მომსახურების/პროდუქტების გაყიდვების ზრდის მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, ავიაბილეთების/ მომსახურების შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური პროდუქტის/
** მომსახურების შეთავაზება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/ სტუდენტი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

პირობები:

** ანაზღაურება: საკომისიო
** სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gasa.ge 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გარე გაყიდვების აგენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი
კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე