საბანკო საქმის შემსწავლელი კურსი + სტაჟირება - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბანკო საქმის შემსწავლელი კურსი + სტაჟირება - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 ნოე / ბოლო ვადა: 15 დეკ
საბანკო საქმის შემსწავლელი კურსი + სტაჟირება თბილისი, რეგიონები.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აცხადებს მიღებას საბანკო საქმის შემსწავლელ კურსზე.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

გარდა ძირითადი პროგრამისა მსმენელები შეისწავლიან პროგრამა "ALTA"-ში მუშაობას. ამასთანავე, დამატებით მასტერკლასებს ჩაატარებენ საქართველოს საბანკო სექტორიდან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები.

საბანკო საქმის შემსწავლელი პროგრამა მოიცავს:

** საქართველოს თანამედროვე საბანკო-საკრედიტო სისტემა;
** ცენტრალური ბანკის ფუნქციები;
** საბანკო-საოპერაციო პროდუქტები; საბანკო ანგარიშის სახეები, ანაბრის ტიპები;
** ბანკის საკრედიტო პოლიტიკა, საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა;
** ბანკის საშუამავლო ოპერაციები;
** პლასტიკური ბარათების ბაზარი;
** ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემა;
** საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი;
** კომერციული ბანკების და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობა და სხვა.

კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა + 2 კვირა სტაჟირება (კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში);
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ;
კურსის ღირებულება: 320 ლარი.

საბანკო საქმის სახელმძღვანელოები მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრად!

ტრენინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს ჩაუტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" საერთაშორისო დონის შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე