პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმა
გამოქვეყნდა: 15 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
კომპანია "თერმა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე გათბობა/კონდიცირება/ვენტილაცია/წყალმომარაგების სფეროში )

სამუშაო ადგილი: თბილისი
პოზიცია: პროექტის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** აზომვითი სამუშაოების განხორციელება.
** პროექტების შედგენა,განფასება,განხილვა (გათბობა-გაგრილების სისტემების სფეროში).
** ობიექტის პირადი ნახვა-შეფასება.
** პროექტის ნახაზის მომზადება.
** პროექტის შესრულების განმავლობაში სამუშაოების კონტროლი.
** პროექტისთვის საჭირო მასალების შერჩევა-მომწოდებლებთან მოლაპარაკება,შესყიდვა და მათი დროული მიწოდების კონტროლი.
** პროექტის ხარისხიანი და ვადებში შესრულების კონტროლი.
** კონკრეტულ ობიექტზე ხელშეკრულებისა და მ/ჩ აქტის ხელმოწერის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფიზიკის განხრით (სასურველია)
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება პროექტანტის პოზიციაზე (მინიმუმ 2 წელი)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა.
** ძლიერი კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
** აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებული,მოწესრიგებული და დისციპლინირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.
** კომუნიკაბელური.
** საქმის დაგეგმვისა და დამოკიდებული მუშაობის უნარი.
** პრობლემის დროულად და ეფექტურად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ 2017 წლის 14 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@terma.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება პროექტის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.
გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე