მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: იუსტიციის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 28 ნოე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა).

კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 1090 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

სამუშაო პოზიციის დასახელება: არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საინვესტიციო და კომერციულ სფეროებში სახელმწიფოს მონაწილეობით მიმდინარე დავებზე წარმომადგენლობის ან ასეთი დავების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
** საერთაშორისო კომერციული ან საინვესტიციო არბიტრაჟის რომელიმე სფეროში კვლევა, მემორანდუმების მომზადება, კონკრეტულ საქმეებზე სახელმწიფო პოზიციის მომზადების პროცესში დოკუმენტების შეგროვება/დამუშავება, სამართლებრივი კვლევების განხორციელება/მომზადება, მოწმეებთან შეხვედრების ორგანიზება და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დავების პრევენციის მიზნით პრობლემურ საქმეებზე მუშაობა, რისკების შეფასება და შესაბამისი კვლევების მომზადება.

საკონკურსო თემატიკა:

** "საქართველოს კონსტიტუცია";
** "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება";
** "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონი;
** დავების ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები;
** საერთაშორისო საინვესტიციო და კომერციული არბიტრაჟის საფუძვლები;
** კომერციული და საინვესტიციო ტრიბუნალების პრაქტიკა;

საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებები:

** საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები;
** საერთაშორისო კონვენცია საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ (International Convention on the Settlement of Investment Disputes), 1965, https://icsid.worldbank.org/ICSID/StaticFiles/basicdoc/CRR_English-final.pdf ;
** უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენცია (New York Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards), 1958; http://www.uncitral.org/pdf/english/texts/arbitration/NY-conv/XXII_1_e.pdf.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
** საერთაშორისო კომერციული ან საინვესტიციო არბიტრაჟის დარგობრივი ცოდნა;
** კერძო სამართლის სფეროში იურისტად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგად ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სხვათა დარწმუნების უნარი;
** ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

** ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
** კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;

კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;

წერითი დავალების კომპონენტში (იურიდიული ტექსტის თარგმანი) კანდიდატმა უნდა დააგროვოს 51% და მეტი. გარდა ამისა, ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება;

გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge - 28 ნოემბრის ჩათვლით; ამასთან, მიუთითოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე