ტენდერი სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
თანდართული ფაილი: 158577-halyk-tender.zip
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ღია ტენდერს ბანკის დიდუბის ფილიალის სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N73ბ.
გასარემონტებელი ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 354,94 მ2.

შესასრულებული სამუშაო მოიცავს:

ოფისის ინტერიერის (კედლების, ტიხრების, იატაკების, და ა.შ.) სარემონტო-მოსაპირკეთებულ სამუშაოებს, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გაყვანას, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს.

სამუშაოს დასრულების ვადა: 2017 წლის 28 დეკემბერი.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (http://www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს "ხალიკ ბანკი საქართველო"-ს სათაო ოფისი.

განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 24.11.2017წ. 12:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისში, შარტავას ქ. N 40, ან ელექტრონულ მისამართზე akavtaradze@hbg.ge

სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 24.11.2017წ. 17:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ტელეფონზე: 2240707(*183); საკონტაქტო პირი:

1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge
2) ანა ქავთარაძე , 224 07 07 (*183), e-mail: akavtaradze@hbg.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე