სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა: შპს "ალტა სოფთვეარს", პროგრამული უზრუნველყოფის დეველოფმენთ კომპანიას, ესაჭიროება მოტივირებული კადრი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მისი ფუნქციები იქნება:

** ოპერაციული სისტემების კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** Windows სისტემებზე არსებული სტანდარტული სერვისების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** შიდა ქსელის გამართვა;
** Windows Server 2012/2016 ინსტალაცია და მართვა;
** Active Directory ინსტალაცია და მართვა;
** Microsoft SQL მონაცემთა ბაზის მართვა;
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა/დახმარება;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საჭირო კვალიფიკაცია:

** Windows სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
** Windows Networking (TCP/IP, DNS/WINS, DHCP და სხვ.) საფუძვლიანი ცოდნა;
** დომეინების ობიექტების (მომხმარებლები, კონტაქტები, კომპიუტერები, ჯგუფები, პრინტერები) მართვის საფუძვლიანი ცოდნა;
** Windows Server 2008R2/2012R2/2016 კარგი ცოდნა;
** AD, DNS, Group Policy, DHCP, Terminal Server, Wsus ცოდნა;
** Microsoft SQL მონაცემთა ბაზის ისნტალაციისა და მართვის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** სიახლეებისა და ინფორმაციის მოძიება და გაზიარება.

სასურველი კვალიფიკაცია:

** კოდის კონტროლის სისტემების ცოდნა (TFS, Git);
** ვირტუალიზაციის პლატფორმების ცოდნა (VMWare, HyperX, Docker).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2017 წლის 30 ნოემბრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე - საორიენტაციო ანაზღაურება იქნება 1000-2000 ლარის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე