ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი - ჩაქვი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურების დიაპაზონი: 1500-2500 ლარი

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
** პერსონალის შერჩევის სტრატეგიის ჩამოყალიბება პოზიციების მიმართულებებისა და რანგის მიხედვით;
** ფუნქციებისა და მოვალეობების გაწერა და სამუშაო პრაქტიკასთან ადაპტირება;
** რეკრუტინგის წარმოება სრულ ციკლზე;
** კანდიდატთა პირადი საქმეების მართვა;
** ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული და სტრატეგიული განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ადამიანური კაპიტალის მართვის, მენეჯმენტის, სოციოლოგიის და/ან მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით
** გუნდის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი)
** ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება საშუალო და მსხვილ ორგანიზაციაში
** რუსული და ინგლისურ ენების ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** მასპინძლობის ინდუსტრიაში საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე რეკომენდაციასთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@dreamland.ge და სათაურის ზოლში მიუთითოთ ადამიანური კაპიტალის მართვის მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ანაზღაურებისას გათვალისწინებული იქნება კანდიდატის გამოცდილება და კვალიფიკაცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე