დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ექსტრა მითი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
შპს "ექსტრა მითი", რომელიც წარმოადგენს ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიას და იმავდროულად ახორციელებს წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციას, აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შპს "ექსტრა მითის" მიერ წარმოებული ხორცპროდუქტების დისტრიბუცია;
** რეალიზებული საქონლის ზუსტი აღრიცხვა,
** პოკეტში დროული და ზუსტი გატარების განხორცილება, როგორც რეალიზებული ასვე დაბრუნებული საქონლის შემთხვევაში;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება(სასურველია);
** საოფისე პროგრამების (Microsoft Excel-ის და Word-ის) კარგი ცოდნა(სასურველია);
** ავტომანქანის მართვის მოწმობა;
** ასაკი 20-35 წელი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში(აუცილებელია ქონდეს გამოცდილება კონკრეტულად ხორცპროდუქტების დისტრიბუციაში)

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სწრაფად და ადვილად ათვისების უნარი;
** სანდოობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება გამომუშავებით

კანდიდატების შერჩევა მოხდება მათი გამოცდილების, პიროვნული თვისებების და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@extrameat.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "დისტრიბუტორი".

საკონტაქტო ტელეფონი: 599-64-37-16
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე