ტექნიკური ჯგუფის ინჟინერი/ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური ჯგუფის ინჟინერი/ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ჯგუფის ინჟინერის/ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში;
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/საინჟინრო სფეროში;
** სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროგრამების AutoCAD ან ArchiCAD ცოდნა,
** Microsoft Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ზედამხედველობა და დაგეგმვა;
** საპროექტო არქიტექტურული და კონსტრუქციული დოკუმენტაციის წაკითხვა და არსებული პროექტის მიხედვით ხარჯთაღრიცხვის შემოწმება, ანალიზი და დასკვნის მომზადება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** რეპორტის მომზადება სამუშაოების დეფექტების, ცდომილებების და გაჭიანურებების შესახებ;
** ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაოების აქტების წარმოება;
** რისკების დროული იდენტიფიცირება;
** მუდმივი კავშირი პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან;
** მონიტორინგი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის კუთხით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@ensisi.ge 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე