მოლარე-ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - რუსთავი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 18 ნოე
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღეს-დღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი

ადგილმდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი
** გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმობა
** გაყიდული ნივთის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა
** საქონლის უკან დაბრუნებისას, ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
** საგარანტიოს გამოწერა განვადების შემთხვევაში
** საწყობთან კონტაქტი, მისამართების გადაცემა
** მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მოლარე-ოპერატორად/ბუღალტრად მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 18 ნოემბერი, 2017 წელი.

კონკურსის ფორმა: გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე