რუსული ენის შემსწავლელი საავტორო ინტენსიური კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რუსული ენის შემსწავლელი საავტორო ინტენსიური კურსი
მომწოდებელი: სასწავლო ცენტრი ბიზნესის ენა
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
სასწავლო ცენტრი "ბიზნესის ენა" აცხადებს მიღებას რუსული ენის შემსწავლელ საავტორო ინტენსიურ კურსზე.

კორპორატიული შეთავაზება: "საქმიანი რუსული ენის, როგორც უცხო ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი"
კურსის მასალა მკვეთრად ორიენტირებულია ბიზნესის სპეციფიკაზე.
კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე, 240 საათი.

კურსის მიზანი:

** პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობა;
** მიმოწერის წარმოება;
** პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
** საკუთარი მოვალეობების შესრულებისას რუსული საინფორმაციო მასალის თავისუფალი გამოყენება;

ინტენსიური კურსის წარმოებისას გამოიყენება შემდეგი მიდგომები:

** ენის შემსწავლელთა წერილობითი ტესტირება;
** პროფილური მასალის კითხვა ლექსიკისა და ტერმინოლოგიის დასაგროვებლად;
** გრამატიკული მასალის, როგორც დამხმარე ინსტრუმენტის დოზირებული შესწავლა, დოკუმენტების შედგენისას;
** პარტნიორებთან დიალოგების ერთობლივი შედგენა და მათი ზეპირი გადმოცემა;
** აუდიო - ლექციები სალაპარაკო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის;
** ბიზნეს ეტიკეტის გაკვეთილები, როგორც გამართული ზეპირი და წერილობითი ურთიერთობის შემადგენელი ნაწილისა;
** მიმართულებების მიხედვით ბიზნეს სფეროში ინფორმაციასთან მუშაობა;
** კურსის ბოლოს გათვალისწინებულია იმიტაციური მოლაპარაკებების, კლიენტის მომსახურების და საქმიანი მიმოწერის შედგენა;

კურსის შედეგები:

** წაკითხულის სწორი გააზრება და პარტნიორისთვის აუცილებელი ინფორმაციის გადაცემა;
** პროფილური დიალოგის წარმოება;
** საკუთარი აზრის მოკლე და მკაფიო გამოხატვა, მათ შორის თანამედროვე მართლწერის მეთოდების გამოყენებით.

საქმიანი რუსული ენის შესწავლისას გამოიყენება ახალი და თანამედროვე ინტერნეტ რესურსები. განსაკუთრებით, გრამატიკული ვექტორი, რომელიც განიხილება ინდივიდუალური მიდგომით და ითვალისწინებს ენის შემსწავლელი ჯგუფის სპეციფიკას.

ჯგუფი შედგება 5-7 ადამიანისგან. თვიური გადასახადი 200 ლარი. შესაძლებელია ინდივიდუალური გაკვეთილები.

გაკვეთილების ჩატარდება შესაძლებელია, როგორც დამკვეთის ოფისში, ასევე ჩვენ ოფისში. მის: რჩეულიშვილის ქ. 7.
მობ. 995577 777730
ელ-ფოსტა: ninotavadi@gmail.com - ნინო თავართქილაძე
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე