კლიენტთა მომსახურების ოპერატორი - კოდა, გურჯაანი, თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტთა მომსახურების ოპერატორი - კოდა, გურჯაანი, თელავი
მომწოდებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის საცალო ქსელში ავტოგასამართი სადგურის კლიენტთა მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; კოდა, ქართლის (რუსთავი), კახეთის (გურჯაანი, ყვარელი, თელავი), იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონები.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა (საწვავის ჩასხმა ავტომობილში, აქციების შეთავაზება, საქარე მინის გაწმენდა და სხვა);
** კომპანიაში არსებული მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf-ge.com ან შეავსეთ მოკლე განაცხადის ფორმა https://gulf.ge/ge/vacancies 2017 წლის 14 დეკემბრამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.
** * გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** ** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე