ბექ ოფისის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბექ ოფისის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
თანდართული ფაილი: 158507-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს თბილისის სერვისცენტრში ბექ ოფისის ჯგუფის უფროსის ვაკანსიას.

ექვემდებარება სერვისცენტრის მენეჯერს და მისი მიზანია სერვისცენტრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბექ ოფისის ჯგუფის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ბექ ოფისის ჯგუფის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ბექ ოფისის თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების კონტროლი;
** არსებული წესის შესაბამისად, საფოსტო გზავნილების მიღების, აღრიცხვის, დამუშავებისა და გაგზავნის კოორდინირება;
** ელექტრონულ ბაზაში მონაცემების აღრიცხვის კონტროლი;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.11.2017.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე