სამშენებლო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამშენებლო მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი სითი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
კომპანია "თბილისი სითი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა, ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** შრომითი უსაფრთხოების ნორმების ყოველდღიური კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე სრული მუშა პროცესის და კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის კოორდინაცია;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული შესაძენი სამშენებლო მასალების გაანალიზება, დადასტურება;
** შესრულებული სამშენებლო სამუშაოს (ფორმა 2-ის) დადასტურება;
** სამშენებლო სამუშაოების პროცესის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მუშა პროცესში ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი საინჟინრო/სამშენებლო განათლება
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, 22 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@ocd.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე