სახლის დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახლის დამლაგებელი
მომწოდებელი: ექიმები საზღვრების გარეშე
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
თანდართული ფაილი: 158487-msf-jd-cleaner.zip
"ექიმები საზღვრებს გარეშე" (Médecins Sans Fontières) აცხადებს ვაკანსიას სახლის გამოცდილი დამლაგებლის პოზიციაზე.

"ექიმები საზღვრებს გარეშე" (MSF) საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან შეთანხმების და თანამშრომლობის საფუძველზე მუშაობს საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის ახალი მკურნალობების დანერგვაზე.

სახლის დამლაგებელი იმუშავებს სრულ სამუშაო განაკვეთზე, თბილისში - მთაწმინდა - ძველი თბილისის უბანში, ორი ბინის ხარისხიანად დალაგება-დასუფთავებაზე. სამუშაო მდებარეობს 2 სხვადასხვა ადგილას, თუმცა სახლის დამლაგებელს შესაძლოა აგრეთვე დროდადრო მოეთხოვოს ოფისში მისვლა.

კანდიდატები შესამისი გამოცდილებისა და მათი ყოფილი დამსაქმებლებისგან კარგი პროფესიული რეკომენდაციების გარეშე ნუ შეგვეხმიანებიან.

მოვალეობები:

** 2 ბინის დალაგებასა და ზოგად შიდა სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა
** ყურადღებას აქცევს დეტალებს და უზუნველყოფს მოწესრიგებულ, სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნას სახლში.

მოთხოვნები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში სავალდებულოა;
** რეკომენდაციები ყოფილი დამსაქმებლებისგან სავალდებულოა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის საბაზისო ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

ანაზღაურება: 889 ლარი (დაუბეგრავი).

განცხადების შემოსატანად, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV რეკომენდაციებთან და მოტივაციის წერილთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: msff-tbilisi-finhrassistant@paris.msf.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე