მიკრო დაკრედიტების ჯგუფის უფროსი - ახალქალაქი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიკრო დაკრედიტების ჯგუფის უფროსი - ახალქალაქი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 29 ნოე
"ლიბერთი ბანკი", საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ მიკრო დაკრედიტების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ახალქალაქში.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება
** სამუშაო გამოცდილება, სასურველი - მინიმუმ 18 თვიანი გამოცდილება მიკროდაკრედიტების და/ან მცირე სესხების სფეროში

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო ექსპერტების მართვა ფილიალის დონეზე
** მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია
** გაყიდვების მხარდაჭერა და კონტროლი
** ექსპერტთა პრაქტიკული და თეორიული სწავლება ფილიალის დონეზე
** ფილიალის საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და მართვა
** პრობლემური სესხების მართვა
** რეპორტინგი მენეჯმენტთან
** მიკრო დაკრედიტების ბაზრის და კლიენტურის ანალიზი/მონიტორინგი, ახალი კლიენტების მოზიდვა

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები
** საკრედიტო გუნდის მართვის მაღალი დონეზე წარმართვა
** დაკრედიტების ასპექტების ცოდნა, ფინანსური ანალიზის ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ფლობა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი
** ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2017 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე