ლოგისტიკის/შესყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოგისტიკის/შესყიდვების მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
კომპანია "ჯითექსი", რომელიც ბათუმში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, Collezione, აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის/შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** საქონლის დროული მიღება, მითვლა და მაღაზიებში დასაწყობება;
** მაღაზიების მომარაგება სხვადასხვა საჭირო საოფისე/სამეურნეო ინვენტარით;
** მაღაზიების რეგულარული ტექნიკური კონტროლი და აღმოჩენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა;
** სხვა ვალდებულებები განსაზღვრული უშუალო ხელმძღვანელის მიერ;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა სასურველია
** მართვის მოწმობა
** ასაკი 25-45

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** აკურატული და დეტალზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით არაუგვიანეს 2017 წლის 30 ნოემბრისა შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე