საოფისე პროგრამების პროფესიონალური დონის კურსები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოფისე პროგრამების პროფესიონალური დონის კურსები
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ საოფისე პროგრამების პროფესიონალური დონის სასერტიფიკატო კურსებს!

კურსი გათვლილია ფიზიკური და კორპორატიული პირებისთვის!

საოფისე პროგრამების პროფესიონალური დონის კურსი - სრული საოფისე პაკეტი!

** სასწავლო პროგრამა მოიცავს; პრაქტიკულ სამუშაოებს და ყოველი გაკვეთილის შემდეგ დავალებებს, რაც უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს ხდის სასწავლო კურსს და ორიენტირებულია სწავლების შედეგზე!
** ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, ტესტებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე.
** კურსის გავლის შემდეგ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოიყენებთ პრაქტიკაში, ნებისმიერი საოფისე საქმიანობისთვის!
** კურსი ითვალისწინებს კომპიუტერთან მუშაობის ყველა აუცილებელი ელემენტების შესწავლას!

სასწავლო კურსის მიმოხილვა:

** კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების ზოგადი მიმოხილვა;
** სამუშაო ფანჯრის აღნაგობა; დამხმარე ინსტრუმენტალური პანელი;
** ფაილების და საქაღალდეების შექმნა და მათი დალაგების სახეები;
** მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე; იარლიყის შექმნა;
** სამუშაო მაგიდაზე ფონის გამოცვლა; დასვენების რეჟიმი;
** ფონტების ინსტალაცია;
** MS Word 2007, 2010, 2013 Word-ის დოკუმენტის შექმნა;
** ტექსტის ფორმატირების სახეები; ცხრილებთან მუშაობა; გრაფიკული ფაილის შემოტანა;
** ტექსტის გარშემოვლის წესები; ფიგურებთან მუშაობა;
** სატიტულო ფორმის დამზადება; სახაზავის მართვა; ზედა და ქვედა კოლონტიტულები;
** შაბლონები; ჰიპერბმულები, სანიშნები;
** ფურცლის მართვა; გადანომრვის სახეები;
** სარჩევი: Footnote, endnote;
** CV-ის დამზადება, ბეჭდვის პარამეტრები;
** MS Excel 2007, 2010, 2013;
** ელექტრონული უჯრების გაცნობა; მუშაობა ელექტრონულ ცხრილებთან;
** ტექსტური დარიცხვითი მონაცემები; არითმეტიკული ოპერატორები;(ფორმულის გამოყენება);
** შაბლონები; ხშირად გამოყენებადი ფუნქციები (SUM, MAX, MIN, Average, Count);
** მოქმედებები სვეტებზე და სტრიქონებზე; ცხრილების ფორმატირება და მონაცემთა ბაზების შექმნა; ხელფასის უწყისის შექმნა;
** პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა; დიაგრამების შექმნა;
** მონაცემთა სორტირება, ფილტრაცია;
** ლოგიკური ფუნქციები (if, if-if, iferror); ფუნქციები (sum-if, count-if, sumproduct, sum-ifs, count-ifs);
** ბეჭდვის პარამეტრები;
** MS PowerPoint 2007, 2010, 2013;
** სლაიდების შექმნა; გრაფიკული ფაილების შემოტანა;
** ტექსტის რედაქტირება; სლაიდ - შოუს მოწყობა; ფონების შერჩევა; ვიდეო ინფორმაცია.
** მუსიკის დადება. ჯგუფებად დაყოფა. ანიმაციები, დროის მომართვის სხვადასხვა შესაძლებლობები,
** MS outlook Mail-ის რეგისტრაცია, კონტაქტების ჯგუფების შექმნა; კალენდრის მომართვა.
** MS Publisher, ბუკლეტების, მენიუს, სერთიფიკატების მოდელის შექმნა.

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:

ნებისმიერი დოკუმენტის შექმნას და წარმოებას, როგორც ვორდში ასევე ელექტრონული ცხრილების გაკეთებას ექსელში, პრეზენტაციების და პუბლიკაციის შექმნას და სხვა, ელექტრონულ წერილებთან მუშაობას, აგრეთვე სკანერთან, პრინტერთან ვიდეოთვალთან და სხვა მოწყობილობებთან მუშაობას.

მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოიყენებთ პრაქტიკაში, ნებისმიერი საოფისე საქმიანობისთვის!

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია;
ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობა: ინდივიდუალურად 1სთ. ჯგუფში: 1.30 წთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად - 180 ლარი
2-3 კაციან ჯგუფში - 150 ლარი - ერთი მსმენელისთვის;
4-5 კაცი და მეტი ჯგუფში - 130 ლარი - ერთი მსმენელისთვის

საღამოს საათებში სწავლება მიმდინარეობს ჯგუფებში!

გრძელვადიანი კურსის ხანგრძლივობა - 20 ლექცია - (2 თვე)
ღირებულება - 300 ლარი (თვეში - 150 ლარი)

აღნიშნული ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

კორპორატიული მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება!

კორპორატიულ პირებს გთავაზობთ; კადრების მომზადებას, როგორც ჩვენს ტრენინგ ცენტრში, ასევე 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში ჩვენი ტრენერი გეწვევათ თქვენს კომპანიაში! სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა და მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.

ასევე გთავაზობთ; ექსპრეს ტრენინგების ჩატარებას ქალაქგარეთ, (ლისის ტბასთან) სასტუმრო რანჩოს სატრენინგო აუდიტორიაში!

რანჩო იხილეთ ბმულზე - http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრი" 17 წლის სასწავლო ცენტრია! ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!

ბმულზე იხილეთ "ინტელექტ ცენტრის" მიერ მომზადებული ორგანიზაციები: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 17 წლიან გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154- სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე