ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: WeHost
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
"WeHost" არის პირველი Airbnb მენეჯმენტ კომპანია საქართველოში, რომლის მიზანია იყოს დამაკავშირებელი ხიდი ერთის მხრივ ბინის მესაკუთრეებს, რომლებსაც სურთ ბინის გაქირავება, და მეორეს მხრივ უცხოელ ტურისტებს შორის, რომლებსაც სურთ საქართველოში მოგზაურობა და ხარისხიანი მომსახურების მიღება.

"WeHost" ასევე არის "სტარტაპ საქართველოს" პროექტში გამარჯვებული კომპანია და მისი მიზანია საქართველოს მასშტაბით მართოს 1000-ზე მეტი ბინა, რაც შესადარებლად დაახლოებით 5 რედისონის ზომის სასტუმროს უტოლდება (http://startup.gov.ge/geo/winners_details/62). ამ მიზნების მისაღწევად, კომპანია ეძებს ამბიციურ და ენერგიულ გუნდის წევრებს, რომლებსაც აქვთ სურვული იმუშაონ სტარტაპ გარემოში და მიიღონ მონაწილეობა მის წარმატებულ კომპანიად გადაქცევაში.

ამჯერად კომპანია ეძებს თანამშრომელს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-30 წელი
**განათლება: უმაღლესი
** ენები: ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა არის აუცილებელი მოთხოვნა.
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV (ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: prime_host@outlook.com და ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე