მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: მზიურის კაფე
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 2 დეკ
"მზიურის კაფე" ეძებს მხიარულ, კომუნიკაბელურ, ყოჩაღ მიმტანს.

ძირითადი მოვალეობები:

** მიიღოს შეკვეთა "მზიურის კაფეს" მომსახურების წესის შესაბამისად.;
** ჩაინიშნოს, აღრიცხვის პროგრამაში გაატაროს და სამზარეულოს გადასცეს მიღებული შეკვეთა;
** კაფეს სტუმრებს მოემსახუროს შეკვეთილი საკვებითა და სასმელით და მიაწოდოს ინფორმაცია დღის სპეციალური კერძის ან/და ახალი პროდუქტის შესახებ;
** მოამზადოს მთლიანი და სრული ანგარიში სტუმრისთვის წარსადგენად;
** სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ახალი სტუმრის მისაღებად;
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს მენეჯერი;
** ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუს შემადგენლობა, კერძებში შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები.

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე.
სამუშაო დრო: დღეში 5 საათი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე სურათით, შემდეგ მისამართზე: axalimziuri@gmail.com 2017 წლის 2 დეკემბრამდე. წერილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე