მოლარე-კონსულტანტი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - გორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 14 დეკ
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი და ერთად-ერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიულ-ტრამვატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით; პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებეში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს - ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი ცოდნა
** მომხმარებელთან თანხობრივი ანგარიშსწორება ნაღდი და უნაღდო სისტემით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საწყის დონეზე ცოდნა
** სასურველია გაყიდვების სფეროსი მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მოლარე-კონსულტანტი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე