პრობლემური სესხების ოფიცერი/სტაჟიორი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების ოფიცერი/სტაჟიორი - თბილისი, რუსთავი
მომწოდებელი: პრობლემური სესხების ბიურო
გამოქვეყნდა: 13 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
პრობლემური სესხების ბიურო წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ მთავარ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში არსებული ბანკების დებიტორული დავალიანების მართვა. ჩვენს ყველა თანამშრომელბს ეძლევა კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობა.

კომპანია აცხადებს ერთ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პრობლემური სესხების მართვის ოფიცერის პოზიციაზე თბილისსა და რუსთავში, შემდგომი დასაქმებისა და დაწინაურების პერსპექტივით.

გამოცდილი კადრის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალურად ანაზღაურებაზე შეთანხმება, გამოცდილებიდან გამომდინარე (ფიქსირებული ხელფასი, პლუს ბონუსი).

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან მოლაპარაკების წარმოება
** ახორციელებს ვიზიტებს პრობლემური კლიენტების, თავდებებისა და დაკავშირებული პირების საცხოვრებელ, სამუშაო და საკონტაქტო ადგილებზე
** უზრუნველყოფს პრობლემური კლიენტებისა და თავდებების ქონების მოძიებას
** მოიძიებს, ამზადებს და ახარისხებს მისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, შესაბამისი სერვის ცენტრებიდან
** საქმიანობის კოორდინირება მენეჯერთან და იურისტთან
** მონაცემთა დამუშავება და ანალიზი
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი
** ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.
** ანაზღაურების კარგ პაკეტს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mjavanadze.hp@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი სამუშო ადგილის/ქალაქის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე