ფარმაკოლოგიის შემსწავლელი კურსი სტაჟირებით და დასაქმებით
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფარმაკოლოგიის შემსწავლელი კურსი სტაჟირებით და დასაქმებით
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 13 ნოე / ბოლო ვადა: 13 დეკ
"VIP Intellect Group" გთავაზობთ მსურველთა მიღებას ფარმაკოლოგიის შემსწავლელ კურსზე, სტაჟირებით და საუკეთესოების დასაქმებით!

ჩვენს მიერ დასაქმებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც ჩვენთვის მეტად საამაყოა!

ვისთვისაა კურსი გათვლილი?

ფარმაკოლოგიით დაინტერესებულ ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.

ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან მუშაობს ფარმაცევტად ან კონსულტანტად აფთიაქში და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.

კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს.

** თეორიული ნაწილში - მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით.
** მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას.
** სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს;
** ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;
** სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს;
** ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.

რამდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას, ამ ტრეინინგის ქვეშ იგულისხმება: ბავშვთა კვება, ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში.

ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება),

ტესტირება ჩატარდება: ყოველ 3 სალექციო დღის განვლილ თეორიულ ნაწილზე.
ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 1-2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ.

პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.

სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო ან ფასიან სტაჟირებას "ნეო ფარმა"-ს და "36,6"-ის პრესტიჟულ სხვადასხვა აფთიაქებში, კვირაში 6 დღე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

აფთიაქში სტაჟირების მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.

თეორიული კურსი გრძელდება 48 საათი
კვირაში 3-ჯერ ტარდება 2სთ -იანი ლექციები.
თეორიული კურსის ღირებულება : 300 ლარი.
ინტენსიური კურსის ღირებულება: 250 ლარი.
სტაჟირება: 150 ლარი. (ჯგუფიდან საუკეთესო 1-2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ)

კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონე სერტიფიცირებული ტრენერი.

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 19 39; 593 61 82 12; 551 196 110;
ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup
http://www.vipintellect.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე