გარე გაყიდვების აგენტი - ზუგდიდი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი - ზუგდიდი, ფოთი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 13 ნოე / ბოლო ვადა: 13 დეკ
შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ზუგდიდსა და ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომსახურების (ოპტიკური ინტერნეტი, ციფრული ტელევიზია და ტელეფონია) შეთავაზება და გაყიდვა:
** პირდაპირი გაყიდვები (შეთავაზება ადგილზე - ბინებსა და საცხოვრებელ სახლებში);
** სატელეფონო გაყიდვები;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
** მოლაპარაკების წარმოების და გაყიდვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე