გაყიდვების კონსულტანტი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - გორი
მომწოდებელი: აგროტექნოპლიუსი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
შპს "აგროტექნოპლიუსი", რომლის საქმიანობის სფეროა: იმპორტი, ვაჭრობა შხამქიმიკატებით და სახვა აგროქიმიური პროდუქტებით, ასევე აგროტექნიკით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე გორში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის შეძენისას კლიენტს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია.
** სრულყოფილად შეისწავლოს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია: წარმომავლობა, შემცველი ნივთიერებები. (შესწავლა მოხდება ჩვენს მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე).
** სტანდარტების მიხედვით ყურადღება მიაქციოს თაროებზე პროდუქციის განთავსებასა და მარკირებას.
** მონაწილეობა მიიღოს საწყობისა თუ სავაჭრო ობიექტის ინვენტარიზაციის პროცესში.

ძირითადი მოთხოვნა: სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, კერძოდ აგრო სფეროში; თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, ადგილზევე მოხდება დატრენინგებაც.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური,
** პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი,მოტივირებული და ორგანიზებული.

ანაზღაურება: პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში ანაზღაურება იქნება 400-დან 600 ლარამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, 2017 წლის 30 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართზე: agrotechnoplus@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 598 491005, (+995) 599 444520.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე