ინტერიერის დიზაინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი - ბათუმი
მომწოდებელი: ბათუმი პარადაისი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
შპს "ბათუმი პარადაისი" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე ბათუმში.

მდებარეობა: ბათუმი
განაკვეთი: სრული
სფერო: მშენებლობა/უძრავი ქონება
გამოცდილება: გამოცდილი/სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** პროექტების ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი.
** აზომვითი სამუშაოების შესრულება.
** ავეჯის განლაგების გეგმის შემუშავება.
** ელექტროობის, სანტექნიკის, გათბობის, განლაგების გეგმების შემუშავება.
** კედლების, ჭერის, იატაკის, სველი წერტილების, დეტალური გეგმების შემუშავება.
** დიზაინის 3D ვიზუალიზაცია.
** მასალების არჩევა და დიზაინში გამოყენებული მასალების დეტალური ანგარიშის შექმნა.
** დიზაინის მიხედვით პროექტის განხორციელების მონიტორინგი
** მშენებლობის მენეჯერთან ერთად პროექტის ბიუჯეტის დაგეგმარება და შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში დიზაინის შემუშავება.
** მარკეტინგული (ვებ და ბეჭდვითი) მასალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება.
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** არქიტექტურული და დიზაინერული პროგრამების (AutoCAD, 3ds Max, Corel Draw) უმაღლეს დონეზე ცოდნა. სასურველია Adobe Photoshop და Adobe Illustrator-ის ცოდნაც.
** ინგლისური ენის ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარები.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით, თქვენი პორტფოლიო და სასურველი ანაზღაურება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@batumiparadise.com 2017 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები.

წინამდებარე გასაუბრების ჩატარება ასევე შესაძლებელი იქნება დისტანციურად, სკაიპის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე