ტენდერი საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
თანდართული ფაილი: 158266-finca-stationary.zip
სს "ფინკა ბანკი საქართველო" მიკროსაფინანსო ჰოლდინგის "FINCA Microfinance Holdings" (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია. "ფინკა ბანკს" ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe - გერმანიის განვითარების ბანკი, FMO - ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს "ფინკა ბანკი საქართველო" დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს "ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს ტენდერს საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე (თბილისსა და რეგიონებში).

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერის პირობები და მოთხოვნები:

აუცილებელი პირობები:

** ხარისხიანი პროდუქციის ადგილზე მოწოდება
** პროდუქციის მოწოდება ინვოისის წარდგენიდან თბილისის მასშტაბით არაუგვიანეს 2 დღისა, ხოლო რეგიონში 5 სამუშაო დღეში.
** შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ადგილზე, ოფისების მისამართებზე.
** პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროდუქციის დასახელება და ერთეულის ფასი
** სრულად შევსებული თანდართული დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე
** ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
** პროდუქციის ღირებულება უნდა მოგავწოდოთ ლარში, დღგ-ს ჩათვლით
** ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** კორპორატიული შემოთავაზება ფასდაკლების სახით.

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 - ს.ს. "ფინკა ბანკი საქართველო"-ს სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება, და ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე.
შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადაა 2017 წლის 22 ნოემბერი, 18:00 საათი.

სს "ფინკა ბანკი საქართველო" ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@finca.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე