ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების უზრუნველყოფაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ბეჭდვითი მომსახურების უზრუნველყოფაზე
მომწოდებელი: CCIIR
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
თანდართული ფაილი: 158258-ccir.zip
პროექტი "აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა აფხაზებისა და ქართველების მიერ" PALAG ხორციელდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გაქრობის პირას მყოფი აფხაზური ენის დაცვის ხელშეწყობა.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა ითვალისწინებს ბეჭდვითი მომსახურეობის შეძენას წიგნების დასაბეჭდად. წიგნების შინაარსი, ფორმატი და ილუსტრაციები CCIIR-ის მიერ იქნება მიწოდებული. პროვაიდერი კი პასუხისმგებელია წიგნების აწყობაზე/დაკაბადონებაზე, დიზაინსა და და ბეჭდვაზე.

ტენდერში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან, მათი შემოთავაზება აკმაყოფილებდეს იმ ინსტრუქციებს, ვადებსა და პირობებს, რომლებიც მითითებულია სატენდერო განაცხადში. აღწერილი ვალდებულებების დაუცველობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.

ტენდერის ნომერი: PALAG 2017
აღწერილობა: ტენდერი ბეჭდვითი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე
პროექტისთვის:" აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა აფხაზებისა და ქართველების მიერ" PALAG
დაფინანსებული: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ; კონტრაქტის ნომერი: AID-114-A-15-000012

სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადა და პროტოკოლი: შემოთავაზებები მიიღება არაუგვიანეს 2017 წლის 20 ნოემბრისა, თბილისის დროით 17:00 საათამდე, ფოსტით ან შემდეგი ელ. ფოსტის მეშვეობით: info@cciir.ge (მამუკა ჭეიშვილი);

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ოფისი: 0179 თბილისი, მცხეთის ქ. 8/90;

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე