აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: GMTU
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 12 იან
თანდართული ფაილი: 158252-gmtu-academic.zip
შპს "ჯმთუ გურუ სადანი სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (იხილეთ თანდართული დოკუმენტი).

განცხადების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები:

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებების მიღება იწარმოებს 2017 წლის 18 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით 10.00 საათიდან 17.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა). მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22, პირველი სართული, ოთახი #102
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა:

გასაუბრება: გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 18 იანვარს
საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 22 იანვარს

დამატებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის:

1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აირჩევა თანამდებობაზე 3 წლის ვადით.
4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.

თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის ფორმა ივსება საბუთების წარმოდგენისას უნივერსიტეტში);
** რეზიუმე(CV) დადასტურებული ხელმოწერით;
** სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
** ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული შრომების ყდის ან/და პირველი გვერდების ქსეროასლები.
** კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამთავრების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
** შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
** საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება - რა სფეროშიც აქვთ დაცული);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე;
** ნაშრომების ეგზემპლარები ან ასლები, წიგნებისა და მონოგრაფიების ყდის ქსეროასლები;
** შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსი/სილაბუსები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ვებგვერდზე http://www.gmtu.ge ელ ფოსტა info@gmtu.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 599 19 00 59. (ნანა მდინარაძე)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე