შესყიდვებისა და ლოჯისტიკის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის ასისტენტი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

თიბისი ლიზინგი გამოირჩევა მაღალკვალიფიციური, ერთი ხედვის მქონე და მიზნისკენ შეუჩერებლად მიმავალი შეკრული გუნდით, რომლის წევრიც შენც შეიძლება გახდე! შენ გელის კომპანია, რომელიც ზრუნავს გუნდის წევრების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე და კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე. რაც მთავარია, სამუშაო გარემო კომპანიაში მუდმივად დინამიურია: "თიბისი ლიზინგი" სისტემატიურად ავითარებს ახალი პროდუქტებს და მიმართულებებს - შემოგვიერთდი და გაგვიზიარე შენი იდეები!

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
სახელფასო განაკვეთი: ხელზე ასაღები 500-700 ლარი (პლიუს ბონუსი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა;
** შესასყიდი საქონლის/მომსახურების სპეციფიკაციის სრული შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
** შესყიდვების განსახორციელებლად ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** დოკუმენტაციის ფაილინგი და რეპორტინგის წარმოება;
** ხელშეკრულებების გაფორმება და ხარისხის კონტროლი;
** ლოჯისტიკურ/სამეურნეო პროცესის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარ-ჩვევები;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
** პრეზენტაციის და კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე