მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Chic Bebe
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
"Chic-Bebe"-ის ბრენდ მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მაღაზიაში კომპანიის მიერ განსაზღვრული ან/და დამტკიცებული პროცედურებისა და მითითებების დაცვა;
** მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა- კერძოდ:
** პერსონალის სამუშაო გრაფიკის შედგენა და მისი ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მიერ კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, ასევე კომპანიის მიერ განსაზღვრული ან/და დადგენილი პროცედურების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა მის შესრულებაზე;
** პერსონალის ტრენინგი;
** დადგენილი სალარო პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა; ახალი თანამშრომლებისთვის დადგენილი პროცედურების გაცნობა;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** მაღაზიაში და ცენტრალურ საწყობში არსებული საქონლის ყველა ეგზემპლარის მაღაზიის დარბაზში ეფექტურად წარმოდგენა; საქონლის დარბაზში განლაგების წესის დაცვა; საჭიროებისამებრ, დარბაზში საქონლის განლაგების შეცვლა ოპტიმალური შედეგის მისაღებად.
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა- კონსულტანტებისთვის მითითებების მიცემა, გაყიდვების პროცესის სისტემატიური მონიტორინგი; საჭიროებისამებრ გაყიდვების პროცესში მონაწილეობა; ზემდგომისთვის გაყიდვების ანალიზის მომზადება დადგენილი ფორმით;
** მაღაზიის პიარსა და მარკეტინგში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა;
** აღწერაში მონაწილეობის მიღება და ინფორმაციის დამუშავება

მოთხოვნები:

** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა, უპირატესობა მიენიჭებათ "Excel"-ის მცოდნე კანდიდატებს
** აუცილებელია სალარო აპარატთან და ბანკის პოს ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება გაყიდვებში, უპირატესობა მიენიჭება საბავშვო პროდუქციის მცოდნე კანდიდატებს;
** გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები; კარგი კომუნიკაციის უნარი და მოტივაცია მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე, ორგანიზებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: chicbebevacancy@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე