ბუღალტერიის კურსი სტაჟირებით - Oris, Info, Superfin
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერიის კურსი სტაჟირებით - Oris, Info, Superfin
მომწოდებელი: ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC" აცხადებს მიღებას ბუღალტრული აღრიცხვის კურსზე + Oris /Info/Superfin + სტაჟირება!

წარმატებულ მსმენელებს ასევე აქვთ დასაქმების შანსი!
კომპიუტერული საბუღალტო პროგრამების შესწავლა ხდება ლიცენზირებულ პროგრამებში (Oris/Info/Superfin) .

სასწავლო კურსი მოიცავს:

** ანგარიშთა გეგმა, მუდმივი და დროებითი ანგარიშები;
** ლიკვიდური აქტივების აღრიცხვა;
** ფულადი საშუალებების აღრიცხვა;
** დებიტორული დავალიანების აღრიცხვა, რეზერვი საეჭვო ვალზე, უიმედო ვალები;
** მარაგების აღრიცხვა- კლასიფიკაცია, შესყიდვა, უკან დაბრუნება, წარმოება, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია;
** მარაგების თვითღირებულების კალკულაცია ადგილობრივი შესყიდვის და იმპორტის დროს;
** მარაგების აღრიცხვა წარმოებაში; ნედლეული და მასალები, დაუმთავრებელი წარმოება
** მარაგების აღრიცხვა მშენებლობაში - დაუმთავრებელი მშენებლობა
** წინასწარ გაწეული ხარჯების და გადავადებული შემოსავალის აღრიცხვა.
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ცვეთა და ამორტიზაცია;
** ცვეთის განსაზღვრის მეთოდები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
** ცვეთის განსაზღვრის მეთოდები საგადასახადო კოდექსის მიხედვით;
** არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
** ბიოლოგიური აქტივების აღრიცხვა.
** კრედიტორული დავალიანებები;
** მოკლევადიანი სესხები;
** საბიუჯეტო ვალდებულებები - მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, იმპორტის გადასახადი, დღგ, აქციზი, ქონების გადასახადი;
** მოგების და საშემოსავლო გადასახადები არარეზიდენტი პირების შემთხვევაში;
** არარეზიდენტის უკუდაბეგვრის დღგ, ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულება N 633;
** ინვესტიციები, სესხები, ლიზინგი, ობლიგაცია და სხვა
** საწესდებო კაპიტალი;
** პერიოდის მოგება ზარალი;
** გაუნაწილებელი მოგება.

Oris/Info/Superfin კომპიუტერული პროგრამა:

** ახალი ორგანიზაციის შექმნა, საწყისი ან უკვე არსებული ბაზის საფუძველზე;
** ანგარიშთა გეგმის მომზადება, სასტარტო ნაშთების განთავსება, საოპერაციო და ანალიზური პერიოდის დარეგულირება;
** ბანკების , ორგანიზაციების, თანამშრომლების დამატება;
** ბანკის ამონაწერის იმპორტი, ინტეგრაცია ბანკთან;
** მარაგების აღრიცხვა;
** წარმოება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა;
** ხელფასის დარიცხვის გატარებები, ხელფასის უწყისის მომზადება;
** პროგრამის RS.ge-ზე ინტეგრაცია, ზედნადებების, ანგარიშფაქტურების გაგზავნა-მიღება.

სტაჟირება:

** ორგანიზაციების პირველადი დოკუმენტების გაცნობა და დამუშავება
** კომპიუტერული პროგრამაში რეალური საბუთების შეყვანა, დამუშავება
** www.rs.ge-სთან მუშაობა, ელექტრონული ზედნადებების, ანგარიშფაქტურების მომზადება გაგზავნა, დეკლარაციების მომზადება
** ინტერნეტბანკინგით სარგებლობა, გადარიცხვები
** ფინანსური ანგარიშგება - ბალანსის, მოგება ზარალის, Cash Flow-ს მომზადება.

კურსის ხანგრძლივობა: სამი თვე, კვირაში 2-ჯერ.
სტაჟირება: ერთი თვე, კვირაში 2-ჯერ

ღირებულება თვეში:

ჯგუფი: 150 ლარი (ჯგუფში 2-3 კავი)
ინდივიდულურად: 200 ლარი.

ღურებულებაში ასევე შედის სასწავლო მასალები.
კურსის დარსულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
ასევე გაიცემა რეკომენდაცია წარმატებულ მსმენლებზე.

დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. # 49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: 551 17 16 90, 551 00 30 77, 2 18 38 06
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com
ან შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://gceducentre.com/index.php?act=send_mail
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე