გრაფიკოს დიზაინერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკოს დიზაინერი - მცხეთა
მომწოდებელი: მაგნიტი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / განახლდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" ბაზარზე 2015 წლიდან არსებობს და დღესდღეისობით მოიცავს 20 სუპერმარკეტს. 2017-2018 წლიდან კომპანია გეგმავს გაფართოებას საქართველოს მასშტაბით. სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" გთავაზობთ მყუდრო და კომფორტული გარემოს, პროდუქციის ფართო არჩევანს, დაბალ იფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანია მუდმივად ცდილობს კადრების გადამზადებას, ზრუნავს მათ წინსვლაზე და განვითარებაზე. რაც მიზნად ისახავს კომპანიის და გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მცხეთაში გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:00დან 18:00 მდე შაბათი 09:00 დან 14:00 მდე.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-35 წლამდე.
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** indesing;
** ilustrator;
** photoshop;
** Corel;
** 3D;

ძირითადი მოვალეობები:

** პრინტ მასალების დიზაინის შექმნა, სტამბებთან ურთიერთობა, საიმიჯო პარამეტრების კონტროლი დაბეჭდილ მასალაზე;
** კომპანიის პროდუქციის ეტიკეტის დიზაინის შემუშავება;
** ბეჭდვითი მასალების (საიმიჯო ინსტიტუციონალური ბუკლეტები, პროდუქციის სარეკლამო ბროშურები, ფლაერები) დიზაინის შექმნა;
** გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
** სხვა სარეკლამო საშუალებების და სუვენირების დიზაინის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური ქსელის გვერდის სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება;
** კომპანიის ვებგვერდისათვის სარეკლამო გვერდებისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება;
** კომპანიის ობიექტების ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავება;
** კომპანიის კორპორატიული სახელმძღვანელოს დიზაინის შემუშავება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გრაფიკოს დიზაინერი" და თქვენი სახელი, გვარი, ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: მცხეთა, სამხედროს ქ. 12.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე