პროგრამული მხარდამჭერი IT სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამული მხარდამჭერი IT სამსახურში
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 27 ნოე
კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას IT სამსახურში პროგრამული მხარდამჭერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში გარკვევა და მომხმარებლების კონსულტაცია, ახალი ფუნქციონალის სწავლება;
** სხვადასხვა სახის ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშების ფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** SQL-ის (სასურველია Transact SQL-ის) ცოდნა,;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** საწარმოს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ინფორმაციის ანალიზის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge ან g.mosidze@alta.ge 2017 წლის 27 ნოემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

1. წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
2. საკვალიფიკაციო და IQ ტესტირება;
3. პიროვნული კითხვარი;
4. გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე