ტრენინგი მასწავლებლებისთვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი მასწავლებლებისთვის
მომწოდებელი: ქალთა საერთაშორისო ქსელი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 26 ნოე
ტრენინგი მასწავლებლებისთვის სექსუალურ განათლებასა და ჯანმრთელობაზე.

ქალთა საერთაშორისო ქსელი (WIN) ახორციელებს პროექტს "ყველაფერი შენ შესახებ", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.

პროექტზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.allaboutyou.ge

პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 8-10 დეკემბერს, გაიმართება ტრეინინგი მასწავლებლებისთვის, რომლის მიზანია სექსუალური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადვოკატირების გეგმის შემუშავება და რესურსების გაზიარება.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფია სკოლის მასწავლებლები/წარმომადგენლები.

ტრეინინგის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** რას მოიცავს პროექტი "ყველაფერი შენ შესახებ" და როგორ შეიძლება მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა?
** რა არის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება?
** რა მითები და სტერეოტიპები არსებობს საკითხის გარშემო და როგორ დავძლიოთ ისინი?
** როგორ შეუძლიათ მასწავლებლებს ჩაერთონ სექსუალური განათლების ადვოკატირების გეგმაში?
** რა გამოწვევები არსებობს დღეს სექსუალურ განათლებაში?
** რა სახის გამოცდილება არსებობს სექსუალური განათლების კუთხით სხვა ქვეყნებში?

ტრეინინგი გაიმართება ქალაქ თელავში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დასწრება სავალდებულოა ტრეინინგის სამივე დღეს, მონაწილეები უნდა ჩამოვიდნენ ტრეინინგის ადგილას, 8 დეკემბერს, 16:00 საათზე და დატოვონ სასტუმრო 10 დეკემბერს, 16:00 საათზე.

ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1UHAX6oBWism1JK32A3FqRzc0VWb-8FZQtCpP211DZGM/edit

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი.

შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
ტრენინგთან დაკავშირებული მგზავრობის, სასტუმროსა და კვების ხარჯები დაფარული იქნება პროექტის ფარგლებში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

winwomenorg@gmail.com
http://www.facebook.com/allaboutyou.ge/
http://www.allaboutyou.ge
Tel: +995599959020
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე