კოპირაიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კოპირაიტერი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 10 დეკ
საერთაშორისო კომპანია "McCANN Tbilisi" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას კოპირაიტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: მარკეტინგი და რეკლამა

მოვალეობები:

** კრეატიულ გუნდთან ერთად მუშაობა სხვა და სხვა ბრენდების პროექტებზე
** ახალი კრეატიული კონცეფციების/ჰედლაინების შექმნა
** კრეატიული კონცეფციების/ტექსტების ადაპტაცია სხვადასხვა ენებიდან (რუსული, ინგლისური)
** კრეატიული იდეის ტექსტუალური ნაწილის სტრუქტურირება
** მონაწილეობა ვიზუალური კონცეფციის შექმნაში
** კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება - TV, Digital, Radio, Print ან სარედაქციო მასალისთვის
** საჭიროებისამებრ, STB, PPM შეხვედრებში მონაწილეობა და ვიდეო გადაღებებზე დასწრება
** მონაწილეობა სატელევიზიო და რადიო რგოლების მონტაჟის შექმნაში
** შეხვედრებზე/მოლაპარაკებებზე დასწრება, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ბრენდის პროექტების განხილვას
** კონკრეტული ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის სიღრმისეული გაცნობა და კრეატიული ბრიფების დამუშავება
** იდეების პრეზენტირება და არგუმენტირება; საპრეზენტაციო მასალის მომზადება
** პასუხისმგებლობა შესასრულებელი სამუშაოს ვადებსა და ხარისხზე

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (ქართულ ენასა და ლიტერატურაში/ჟურნალისტიკაში/მარკეტინგში ჩაითვლება უპირატესობად)
** სარეკლამო სააგენტოში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კრაეტიული აზროვნების უნარი
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, მათ შორის - მართლწერის პრინციპების
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული
** ინიციატივანი და გუნდურად მომუშავე


განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2017.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე