პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
კომპანია "ფინანსური ბიურო", რომელიც თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან, აცხადებს კონკურსს პრობლემური სესხების მართვის ოფიცრის თანამდებობის დასაკავებლად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალურ განვითარებაზე და ვუზრუნველყოფთ მათ დაწინაურებას, მატერიალური კომპონენტის გათვალისწინებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს გრაფიკი: სრული სამუშაო დღე

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** დასმული ამოცანების შესასრულებლად ყველანაირ მხარდაჭერას, სწავლების და ტრეინინგ-სემინარების ჩატარების ჩათვლით;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 200 ლარი + მაღალი საბონუსე სისტემა.

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავმდებებსა და დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაციის განხორციელება;
** პრობლემური კლიენტების, მათი თავმდებების და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ, სამუშაო და საკონტაქტო ადგილებზე ვიზიტების განხორციელება;
** პრობლემური კლიენტების და თავმდებები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** პრობლემური სესხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება;
** დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ვადაგადაცილებული პორტფელების მართვის კუთხით გამოცდილების მქონე პირებს;
** უპირატესობა ასევე მიენიჭებათ ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარ კადრებს;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველია რუსული სალაპარაკო დონეზე).

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების სახით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: irina.qviria@fbureau.ge მიმდინარე წლის 24 ნოემბრის ჩათვლით, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე