სოციალური მედია მენეჯერი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი - საგურამო
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე
სს "ქართული ლუდის კომპანია", ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს 2 ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე საგურამოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საიტის/ბლოგის მართვის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** წერილობითი კომუნიკაციის დახვეწილი უნარი ქართულ/ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** დიზაინ პროგრამების Adobe Illustrator & Photoshop მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ვებ სტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებისა და მისი ტენდენციების ცოდნა;
** ვებ-ანალიტიკის ცოდნა;
** Ads Manager-ის სრულყოფილად ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედია/ციფრული მარკეტინგის განვითარება;
** სოციალური პლატფორმების - Facebook, Youtube, Linkedin, Instagram, Google - განვითარება;
** სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და მონიტორინგი;
** ფეისბუქის სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება, მართვა და რეპორტინგი;
** სარეკლამო და პრომო კამპანიების დაგეგმვა, კონტენტის განთავსება;
** ახალი სერვისების დანერგვა-განვითარებაში აქტიური მონაწილეობა;
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, Web-მარკეტინგის სტრატეგიის შეთავაზება, დაგეგმარება და დაგეგმილი პროექტების უზრუნველყოფა/ მონიტორინგი;
** საიტისა და კომპანიის სხვადასხვა სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
** ვებ-გვერდის შინაარსობრივი მხარის განვითარებაზე ზრუნვა;
** სოციალურ ქსელებში შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე სწრაფი რეაგირება;
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა (ვებ-ბანერების, ფეისბუქის ჰედერის, პოსტებისა და ბანერების დამზადებაში ჩართულობა);
** კომპანიის შესახებ სიახლეების მუდმივად გაცნობა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@geobeer.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 24 ნოემბერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე