ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე ბაზრის უპირობო ლიდერია. მუდმივმა პროგრესმა და მაღალი ნდობის კოეფიციენტმა განსაზღვრა მისი 100% ცნობადობაც. ხარისხის ნიშანი მისი მთავარი ეპითეტია. ის დღეს 15 შვილობილ კომპანიას აერთიანებს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობით ქვეყნის ხუთეულშია შესული.

სს "ნიკორა ტრეიდი"- "ნიკორა" ჰოლდინგის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელია.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

თუ თქვენ ეძებთ სამსახურს და აკმაყოფილებთ ყველა ქვემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს, თქვენ გეძლევათ შანსი შემოუერთდეთ ყველაზე მეგობრულ გუნდს და გახდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც "ნიკორა სუპერმარკეტი"ქვია.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikoraholding.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** პურ-ფუნუშეულის, საკონდიტრო-საცხობის მიმართულებით ბაზრის შესწავლა;
** ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი პროდუქტების შექმნის პროცესის მართვა;
** ბაზარზე არსებული პირობების შესაბამისად, პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება;
** ბრენდინგის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის პერიოდული აქტივობების განსაზღვრა;
** მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ არსებულ პროექტებში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობა მიენიჭება წარმოებაში (საკონდიტრო-საცხობში) მუშაობის გამოცდილების მქონე აპლიკანტს
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კრეატიული
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლიანი
** გუნდური
** ენერგიული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 30 ნოემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - jobs@nikoratrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე