ავიაბილეთებისა და რეზერვაციების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავიაბილეთებისა და რეზერვაციების ოპერატორი
მომწოდებელი: Voyager
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
ტურისტული კომპანია "Voyager" ა/კ Gulf Air-ის გენერალური დისტრუბუტორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ავიაკომპანიის Gulf Air ავიაბილეთებისა და რეზერვაციების ოპერატორის თანამდებობაზე.

პასუხისმგებელია: გენერალურ დირექტორთან

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამავე სფეროში
** ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** ავიაბილეთების დაჯავშნის საერთაშორისო სისტემის "ამადეუსი" სრულყოფილი ცოდნა და დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint)
** გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** მომხმარებლების მომსახურების უნარ- ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა)
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** დროის მართვის უნარი
** შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები და კარგი მეხსიერება

ძირითადი მოვალეობები:

** ავიაკომპანიის Gulf Air ავიაბილეთების რეალიზება
** მგზავრებისა და პარტნიორი ტურისტული სააგენტოების ავიაბილეთების დაჯავშნა და შემდგომი რეალიზება
** ასისტენცია თარიღების ცვლილებისა თუ ბარგის დამატების მოთხოვნის შემთხვევაში

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@voyager.ge 2017 წლის 20 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

ეს სამუშაო აღწერილობა არ არის ამომწურავი სია იმ სამუშაოსი, რომლის შესრულებაც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაევალოთ თანამშრომლებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე