ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ჰაბ ფარმა
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 21 ნოე
კომპანია "ჰაბ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტირება სამედიცინო პროდუქტებთან დაკავშირებით
** სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) სამკურნალო საშუალებების გაცემა რეცეპტის საფუძველზე
** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** აფთიაქში სექციების მოწესრიგება, სისუფთავის დაცვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება
** მინიმუმ 2 წელი ფარმაცევტის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში (რომელიც დადასტურდება შესაბამისი ცნობებით წინა დამსაქმებლისგან)
** ოპერატიულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე კონცენტრაციის უნარი
** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** დაქირავებისთანავე მუშაობის დაწყების შესაძლებლობა
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.

გრაფიკი: თვის განმავლობაში 15 დღე, 10:00-დან 20:00-მდე
ანაზღაურება: დარიცხული 500 ლარი
ვაკანსიების რაოდენობა: 2

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hubpharmageo@gmail.com 2017 წლის 21 ნოემბრამდე. აღნიშნული თარიღის შემდგომ გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება.

გასაუბრების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე.

გასაუბრების ეტაპის შემდეგ შერჩეულმა კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

** დიპლომის დამოწმებული ასლი
** ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
** ცნობა ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული წინა სამუშაო ადგილიდან
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე