მოლარე-ოპერატორი/შემფასებელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი/შემფასებელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ
"ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, მარნეული
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** ძვირფასი ლითონების შეფასების სერტიფიკატი (სასურველია);
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge არაუგვიანეს 2017 წლის 24 ნოემბრისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია: "მოლარე-ოპერატორი/ექსპერტ-შემფასებელი" და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "მისო ლიდერ კრედიტ"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე