ტრენინგი და სტაჟირება PR სტრატეგიულ მენეჯმენტში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი და სტაჟირება PR სტრატეგიულ მენეჯმენტში
მომწოდებელი: Cambridge Study
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 12 დეკ
"Cambridge Study" გთავაზობთ პროფესიულ ტრენინგ კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სტრატეგიულ მენეჯმენტში.

პროფესიული ტრენინგ კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სტრატეგიულ მენეჯმენტში გათვლილია მათთვის, ვისაც მეტი პრაქტიკული ცოდნის მიღება სურს თეორიულ ცოდნასთან ერთად, ისეთი ადამიანებისგან, ვისთვისაც სხვადასხვა ცნობილი ბრენდისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნა და წარმატებით განხორციელება ყოველდღიური საზრუნავია. შესაბამისად, სასერტიფიკატო კურსს წარუძღვებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი ტრენერები. ტრენინგი ძირითადად პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზეა ორიენტირებული და კონკრეტულ PR დავალებებს მოიცავს.

დამატებით, კურსის სტუდენტებს საშუალება ექნებათ რეგულარულად შეხვდნენ სტუმრის სტატუსით მოწვეულ საქართველოში ყველაზე წარმატებული ბიზნეს კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს და გაიზიარონ მათი პრაქტიკული გამოცდილება.

კურსის ყველაზე წარმატებული სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას საქართველოში წარმატებული ბიზნეს კომპანიების PR დეპარტამენტებში, როგორიცაა "ვისოლ ჯგუფი", "სილქნეტი", "ტექნო ბუმი" და სხვა.

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი. დამატებით, "Cambridge Study" საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს უსასყიდლოდ დაეხმარება შესაბამისი საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) პროფესიული კურსის შერჩევასა და სააპლიკაციო, თუ სავიზო პროცედურების წარმატებით განხორციელებაში.

პროფესიული ტრენინგის თემატიკა ასეთია:

** PR-ის ზოგადი ნაწილი
** PR-ის ისტორია და თანამედროვე ტენდენციები
** კომუნიკაციის ხელოვნება
** კრიზისული სიტუაციების მართვის ფსიქოლოგია
** NLP PR პროფესიონალებისათვის
** მარკეტინგული კომუნიკაცია
** სოციალური მედია
** PR სტრატეგიის დაგეგმვა და ტაქტიკური განხორციელება
** ღონისძიებების მენეჯმენტი
** მედიასთან ურთიერთობა
** პროფესიული წერა
** კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

შეძენილი პრაქტიკული ცოდნით კურსდამთავრებულები შეძლებენ PR სტრატეგიის წარმატებით დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. პროფესიული ტრენინგ კურსის სტუდენტები პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად თავად მიიღებენ მონაწილეობას PR კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში, მოაწყობენ ღონისძიებებს და საშუალება ექნებათ მედიასთან ურთიერთობის რეალური გამოცდილება მიიღონ. 

ტრენინგის დაწყების დრო: 12 დეკემბერი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 კვირა (ტრენინგები გაიმართება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 7სთ-დან 9სთ-მდე). 

ტრენინგი დასრულდება კონკრეტული PR პროექტით და მსმენელებს გადაეცემათ "Cambridge Study"-ის საერთაშორისო სერტიფიკატები.

სასერტიფიკატო კურსს წარუძღვებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ტრენერები და პრაქტიკოსი პროფესიონალები: კომპანია "დელტა"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სამსახურის უფროსი გიორგი კალატოზიშვილი, "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და CSR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი, "სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა წერეთელი, "ტექნო ბუმის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაია მამულაშვილი, ასოცირებული პროფესორი და ტრენერი ბერდია ნაცვლიშვილი, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე პროფესორი და ტრენერი ზურაბ მხეიძე. 

პროფესიული ტრენინგ კურსის სტუმართა შორის იქნებიან საქართველოს წამყვანი ბიზნეს კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები.

კურსზე რეგისტრაცია დასრულდება 12 დეკემბერს, 2017 წ

წარმატებული კურსდამთავრებულები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით "Cambridge Study"-საგან და საჭიროების შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაცია. 

კურსზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
კურსის ღირებულება: 275 ლარი თვეში, ორი თვის განმავლობაში. სტუდენტებისთვის მოქმედებს 20% ფასდაკლება. 
კურსზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 50 ლარს, რომელიც მომავალში აკლდება კურსის საერთო ღირებულებას. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

(+995 595) 14 16 20, (+995 599) 320 412 
ელფოსტა: dkbilashvili@cambridgestudy.com
ვებ-გვერდი: www.cambridgestudy.com
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე