კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Scoot Scoot
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
Scoot Scoot აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ახალ სახელოსნოში.

Scoot Scoot წარმოადგენს სწრაფად მზარდ ბიზნესს, რომელიც ემსახურება ქვეყნის გასკუტერიანებას. ჩვენი მიმართულებებია სკუტერების გაყიდვა, გაქირავება და სერვისი. თუ გაქვს შესაბამისი ამბიცია და სკუტერის, როგორც ტრანსპორტის საშუალების, განუზომელი სიყვარული, მაშინ შენ გეძებთ.

კონსულტანტის საქმიანობას წარმოადგენს ნაწილებისა და სერვისის სხვა პროდუქციის გაყიდვა, მარაგების კონტროლი და პროცესების აწყობაში დახმარება. შესაბამისად ვეძებთ ძალიან ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან კადრს, რომელსაც ელემენტარული რაოდენობრივი აღქმის უნარი აქვს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უნდა გქონდეს წარმოდგენა სკუტერზე ტექნიკურად
** უნდა ერკვეოდე სკუტერის, მოტოციკლის ან თუნდაც ავტომობილის ნაწილებში.
** არ უნდა გაშინებდეს ადამიანებთან ურთიერთობა, როგორც მომხმარებლებთან, ისე - თანამშრომლებთან.

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მუშაობის ახალი გზების შესწავლა

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალობა
** დისციპლინა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა

ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე - 300 ლარი ხელზე
შემდეგ: 500 ლარი ხელზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ჩვენს მეილზე - Hello@scootscoot.ge და სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე