ERP სისტემის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ERP სისტემის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ERP სისტემის ანალიტიკოსის (ფინანსური მიმართულებით) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების ფუნქციონალური მხარდაჭერა, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრა;
** სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სისტემაში მომხმარებლების უფლებების მართვა;
** საბოლოო მომხმარებლებისთვის ინსტრუქციების მომზადება;
** საბოლოო მომხმარებლებისთვის სწავლებისა და ტესტირების ჩატარება;
** ახალი მოდულების დანერგვის ან მოდიფიკაციის პროექტებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** MS Office ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** SAP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ERP სისტემების დანერგვის პროცესში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მასალის სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge არა უგვიანეს 2017 წლის 30 ნოემბრისა.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე