სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: IPS Contract
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
ჩვენ ვართ შპს "აი პი ეს" -ი IPS Contract არის ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალების მწარმოებელი წამყვანი ევროპული ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში და ასევე გვაქვს დიზაინერული კომპანია key studio.

კომპანია აცხადებს ვაკანსიებს:

1. გაყიდვების კონსულტანტი

მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნა: პრეზენტაბელური გარეგნობა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:

** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** კლიენტების მოთხოვნების ზუსტი გაგება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;
** ორიენტირებულობა კომპანიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება & გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობის შესრულება.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.

2. შოურუმის მენეჯერი

მოთხოვნები:

** აუცილებელია ავეჯის გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** დროის, გაყიდვების წარმოების და მოლაპარაკებების ეფექტურად მართვის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** აუცილებელი მოთხოვნა: პრეზენტაბელური გარეგნობა.

მოვალეობები:

** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
** გაყიდვების კონსულტანტების ჯგუფის მართვა და კონტროლი;
** ორიენტირებულობა კომპანიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის მართვა;
** გაყიდვების მართვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობის შესრულება.
** გაყიდვების ყოველთვიური ანალიზი.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

3. ბრენდ მენეჯერი

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** აუცილებელია უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით)
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel; Word)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ლიდერული თვისებებით დაჯილდოვებული
** ენერგიული
** პუნქტუალური
** მიზანდასახული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საქმიანი მიმოწერის წარმოება პარტნიორ კომპანიებთან
** შესყიდვების განხორციელება
** ნაშთების კონტროლი
** გაყიდვების ანალიზი
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება
** ფასების მონიტორინგი
** ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო-სურათთან ერთად ელ. ფოსტაზე keso@ipscontract.ge ელექტრონული წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი განაცხადის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე