ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 9 დეკ
შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში. ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, El pozo და სხვა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: ბუღალტერ-ოპერატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიის სალარო აპარატების კონტროლი;
** სალაროს ზეტ ანგარიშების გატარება პროგრამულად და კონტროლი;
** დისტრიბუციის თანამშრომლების მიერ თანხების შეტანის კონტროლი;
** ვადაგასული საქონლის ჩამოწერა;
** რეალიზაციის ოპერაციის შესრულება პროგრამაში;

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა apex-ის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე