ტენდერი თხევადი კაუსტიკური სოდის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი თხევადი კაუსტიკური სოდის შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
თანდართული ფაილი: 158111-lomisi-app.zip
სს ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #-EF-GE/ 356
ბ) დანიშნულება: 350 000 კგ თხევადი კაუსტიკური სოდის შესყიდვა საშუალოდ 48%-50%-იანი კონცენტრაციით;

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

** ფასები უნდა შეიცავდეს 100%-იანი თხევადი კაუსტიკური სოდის კონცენტრაციას და ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
** ფასი უნდა იყოს მოცემული 1 კგ თხევადი კაუსტიკური სოდის, 100%-ზე დაანგარიშებით;
** მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემკვეთის მოთხოვნისამებრ 2 დღის ვადაში. თითოეული მოწოდების რაოდენობა უნდა იყოს არა ნაკლებ 15 ტონისა;
** აუცილებელია ნიმუშის წარდგენა ლუდსახარშ "ნატახტარშ"-ი, მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი.
** გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 სამუშაო დღე.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

გთხოვთ დაგვიდასტურეთ სატენდერო განაცხადის მიღება.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 09.11.2017 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.11.2017 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ლექსო თოთაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
სს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე