ექსპრეს სესხების ექსპერტი/სტაჟიორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსპრეს სესხების ექსპერტი/სტაჟიორი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ბი.აი.ჯი.
გამოქვეყნდა: 9 ნოე / ბოლო ვადა: 1 დეკ
მიკროსაფინანსო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, "ბი აი ჯი", 2008 წლიდან წარმატებით ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეების განვითარების მხარდაჭერას, მათზე მორგებული დაფინანსების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების გზით.

"ბი აი ჯი" გთავაზობთ კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას.

პოზიცია: ექსპრეს სესხების ექსპერტი/სტაჟიორი
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს პროდუქტების რეკლამირება;
** დაინტერესებულ პირთათვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სესხების გაცემა დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
** ორგანიზაციის პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების განხრით);
** იგივე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** MS Office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@big.com.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიცია და რეგიონი - ექსპრეს სესხების ექსპერტი / ზუგდიდი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 01 დეკემბერი.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს მისო ბი აი ჯი-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ბი აი ჯი-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს მისო ბი აი ჯი-მ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: HR@big.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 950 950). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს მისო ბი აი ჯი-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ბი აი ჯი-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ბი აი ჯი-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე